მე თანამდებობა იმის გამო დავტოვე, რომ მქონდა გარკვეული პირადი პრობლემები, რომლის მოგვარებასაც სამსახურეობრივი რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი, – ასე განმარტავს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზს.
როგორც სუდაძემ თოქ-შოუში “მაესტროს ფაქტორში” სტუმრობისას განაცხადა, იგი სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.
“მე თანამდებობა იმის გამო დავტოვე, რომ მქონდა გარკვეული პირადი პრობლემები, რომლის მოგვარებასაც სამსახურებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი. თითქმის 24 საათის განმავლობაში, სამსახურში ვიყავი, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც საკმაოდ მძიმე იყო. ამ სამსახურში დაახლოებით 14 თვე ვიმუშავე, შესაბამისად ძალიან დიდი ენერგია ჩავაქსოვე ამ სამსახურის განვითარებას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაზე მერთან რამდენჯერმე კონსულტაციები მქონდა. მე მას ვთხოვე, რომ გარკვეული მიზეზების გამო, აუცილებელია ჩემი სამსახურიდან წასვლა. მიუხედავად ბატონი დავითის დაჟინებული თხოვნისა, რომ დავრჩენილიყავი, ის დამთანხმდა, შესაბამისად, მე დავტოვე სამსახური”, – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ბოლო პერიოდში თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები, სუდაძემ აღნიშნა, რომ “ასეთი დამთხვევები ხდება ხოლმე”. ავთანდილ სუდაძე მოღვაწეობის გაგრძელებას სამშენებლო სექტორში გააგრძელებს და აღნიშნავს, რომ სხვა არანაირ შემოთავაზებას არ მიიღებს.
kvira.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.