ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისის მკვიდრია. ის სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს შეიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, მაგდა კოსტავას ინფორმაციით, პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.