დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა გაიმართა
26-11-2020, 16:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე, „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიამ, დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გამართა. 

 

 

დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილეს. მოქალაქეებს თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სრული ინფორმაციის მიღების, პირადი პოზიციის დაფიქსირებისა და მართვის პროცესში ეფექტიანად ჩართვის საშუალება ჰქონდათ. 

 

 

შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ზარქუა და ოთარ გრიგოლია,  ევრო საბჭოს წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.  

 

 

„დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვისაუბროთ თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე, რომლის შექმნაზეც  ვმუშაობთ. ჯამში,  3 საჯარო შეხვედრა გაიმართება. ეს არის რიგით პირველი შეხვედრა. კონტრაქტორმა კომპანიამ უკვე შეიმუშავა  ზოგადი კონცეპტუალური დიზაინი და სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ დღეს. ასევე, მოვისმინეთ მოქალაქებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები და შენიშვნები, რომლებსაც შემდგომ,  პროცესში გავითვალისწინებთ. კიდევ ორჯერ გაიმართება მსგავსი შეხვედრა და შედეგად, პარკში  რეალურად აისახება  საზოგადოების ხედვა მწვანე სივრცეების მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ. 

 

 

აღნიშნული პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი