ანა დოლიძემ დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩეველს მადლობა „მადლიერების მარშით“ გადაუხადა
26-11-2020, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ „მადლიერების მარში“ გამართა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მის მხარდამჭერებს  მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მარშის პარალელურად, დოლიძემ და მისი გუნდის წევრებმა საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნეს და კამპანიის დროს გამოყენებული ტერიტორიები დაალაგეს.

 

 

„პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, ჩვენ დავბრუნდით იმ ხალხთან, ვინც მხარი დამიჭირა, რათა თითოეული ხმისთვის მადლობა გადავუხადო მათ. მიუხედავად შანტაჟისა, მუქარისა და გაყალბებისა, დიდუბე-ჩუღურეთის ამ უბნებმა გამომიცხადეს მხარდაჭერა. ამასთან, მინდა ვუთხრა ჩემს ამომრჩევლებს, რომ მე მათთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, ის და თავის გუნდი პირველები გამოიჩენენ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ სპექტრში და ჩამოხსნიან პლაკატებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დროს გააკრეს.  

 

 

ანა დოლიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. დოლიძემ, აღნიშნული უბნის მოსახლეობის 18%-ის მხარდაჭერა მოიპოვა და მხოლოდ 3%-ით დამარცხდა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი