ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რომ ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც განსაზღვრულია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ის აუცილებლად მიიღოს 30 დეკემბრამდე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იდენტიფიცირება და თითოეულ ბენეფიციარამდე მისვლა საკმაოდ რთული იქნება, თუმცა სახელმწიფოს წინა სოციალური დახმარების საკმაოდ კარგი ბაზა აქვს და დახმარების მიმღებ პირთა იდენტიფიცირების კუთხით ბიზნესის მხარდაჭერის იმედიც აქვს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უფრო მიზნობრივი და განსაზღვრულია, მაგალითად, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება კონკრეტული დარგების წარმომადგენლებისთვის, ეს მარტივი არ იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბიზნესთან გუშინდელი შეხვედრისას კომპანიებს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდნენ ამაში. დღეს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეს ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც ის არის განსაზღვრული, აუცილებლად უნდა მიიღოს 30 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შევასრულებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.