ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების ძირითადი დანიშნულება ვირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერებაა, შედეგი 10-14 დღეში უნდა გამოჩნდეს
26-11-2020, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების მიზანი პირველ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერებაა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, ვირუსთან ბრძოლა ეფექტური რომ იყოს, სახელმწიფოს, ექიმებისა და მოქალაქეების ერთობლივი მოქმედება მნიშვნელოვანია.

 

 

„შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, შევაჩეროთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა. პირველი მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ეს უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში. ერთია შეზღუდვების დაწესება და მეორე მისი აღსრულება მეორე. თუ ჩვენ ერთად – სახელმწიფო, ექიმები, საზოგადოება, ისევ ისე მოვიქცევით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით ერთიანი და იყო ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში, დღეს გაცილებით უკეთ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, როგორი ვერაგია ეს დაავადება, როგორ გართულებებს იწვევს, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ამ სამ მთავარ ღერძს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ისევ გვექნება ის დამყოლობა, კარგად გავუგებთ ერთმანეთს, რადგან სიტუაცია უკვე ძალიან რთულია, ამ შემთხვევაში, დიდი იმედია იმისა, რომ აღარ გვექნება ვირუსის სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ სწრაფ ზრდას და შემდეგ თანდათანობით დაიწყებს უკუსვლას. დიდი ალბათობით, სადღაც იანვრის ბოლოსკენ შესაძლებელია, სხვა მაჩვენებლებზე ჩამოვიდეთ, ვთქვათ, იქნება ორჯერ ან უფრო ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი