შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 6,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთადერთი ალტერნატივაა და მის გამართულ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტის უწყვეტობის მიმოსვლის შესანარჩუნებლად. ამასთან, გზის აღნიშნული მონაკვეთი უმოკლესი მარშრუტია მიმდებარე სოფლების რაიონულ ცენტრთან დასაკავშირებლად.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი 25 წელია არ შეკეთებულა. მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული ასფალტის საფარი, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა: გზის საფარისა და არსებული ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია; საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნებისა და პავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების რეაბილიტაცია-მშენებლობა; გზის ჰორიზონტალური მონიშვნა; მოეწყო საგზაო ნიშნები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5 მილიონ 75 ათას ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.