27 ნოემბერს თბილისის ბიბლიოთეკები ერთი დღით გაიხსნება
26-11-2020, 19:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

27 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღით, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ყველა ფილიალი გაიხსნება, არ გაიხსნება მხოლოდ ის ფილიალები, სადაც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს: ვაკის მედიათეკა, მე-9 ბიბლიოთეკა (ჭავჭავაძის 24) და ლილოს დასახლებაში მდებარე ფილიალი, - აღნიშნულია თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინფორმაციაში.

 

 

მათივე ინფორმაციით, ბიბლიოთეკების წევრებს, საშუალება ექნებათ, ჩააბარონ ფილიალების დახურვამდე გატანილი წიგნები და წაიღონ ახალი წიგნები. მომხმარებელი ვალდებულია, წიგნები დააბრუნოს ბიბლიოთეკების სრულად გახსნიდან, არაუგვიანეს, ხუთი სამუშაო დღისა. 27 ნოემბერს ფილიალები იმუშავებს 10:00-დან 18:00 საათამდე.

 

 

„ჩვენი გაერთიანების ყველა ფილიალი, ნაძალადევისა და ვარკეთილის მედიათეკების გარდა, პანდემიის პრევენციის მიზნით დახურულია. თუმცა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ რთულ პერიოდში, ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ განტვირთვა და ყურადღების საყვარელს საქმიანობაზე გადატანა. ამის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთი დღით გავხსნათ ბიბლიოთეკები და ჩვენს მომხმარებლებს ახალი წიგნების გატანის საშუალება მივცეთ“, – აცხადებს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი