"ალასანიას შანსები მინიმალურია, შესაძლოა მისმა პარტიამ ბარიერიც კი ვერ გადალახოს"
09-10-2015, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას განცხადებით, „ნაციონალებს“ ქუჩაში ხალხის გამოყვანის იმედი აქვთ, რადგან ქვეყანაში ეკონომიურად მძიმე ვითარებაა, ლარიც გაუფასურდა და ისინი ფიქრობენ, იქნებ ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდეს და შემდეგ ეს სათავისოდ გამოიყენონ.


როგორც გამზარდიამ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხვდება, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის პატარა შანსი აქვთ და პარლამენტშიც უფრო მცირე წარმომადგენლობით მოხვდებიან, ვიდრე დღეს არიან.


„მათ საზოგადოების აყოლიება ძალიან გაუჭირდებათ. შესაძლოა, ერთი-ორი ოპოზიციური პარტიის აყოლიება შეძლონ.


ამ კონტექსტში რაც შეეხება ალასანიას, მისი შემთხვევა სპეციფიურია. ბატონი ირაკლი როდესაც ხელისუფლებიდან წავიდა თუ გაუშვეს, „თავისუფალ დემოკრატებს“ ჰქონდათ ყველა პირობა, რომ მესამე ძალად ქცეულიყვნენ, რომლებიც პირველ ეტაპზე გადაფარავდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ - აცხადებს გამზარდია და დასძენს, რომ ალასანიას მთავარი კოზირი დასავლურობა იყო, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიის“ კიდევ უფრო დაახლოებამ „ოცნებასთან“ და ხელისუფლებაში გააქტიურებამ, ალასანიას ეს განსაკუთრებული ნიშა წაართვა.


„დღეის მოცემულობით, ალასანიას პარტიის შანსები მინიმალურია. შესაძლოა, მათ ბარიერიც კი ვერ გადალახონ“, - ამბობს ანალიტიკოსი და მიიჩნევს, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ერთადერთი შანსი რჩებათ, - ეგებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად როგორღაც პარლამენტში შეღწევა მოახერხონ.


„თუ ეს ვითარება არ იქნება, მაშინ ირაკლი ალასანიას ნამდვილად არაფერში სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ყოფნა“ - აცხადებს ანალიტიკოსი და მიიჩნევს, რომ „ნაციონალებთან“ ალიანსი ალასანიასთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.


„ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად უკუგდებული იყო, როგორც საზოგადოების, ისე ყველა პოლიტიკური პარტიისაგან, გარდა მისი სატელიტი პარტიებისა. ამიტომ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა „ნაციონალებს“ მეტ ძალას მისცემს. თუმცა ოპოზიცია მკვეთრ შეცდომას დაუშვებს, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირდება. „ნაცმოძრაობა“ არ არის სანდო პარტნიორი და ეს პოლიტიკურ პარტიებს კარგად უნდა ახსოვდეთ. ხოლო თუ საჭირო გახდა, „ნაცები“ მათ დაპატიმრებასაც არ მოერიდებიან და ეს ერთხელ უკვე გააკეთეს. თუ ოპოზიციას სურს შანსები გაეზარდოს, მან პოლიტიკური ბაზრიდან „ნაციონალების“ ჩამოშორება უნდა უზრუნველყოს“ - აცხადებს გამზარდია და დასძენს, რომ თუ ყველა პოლიტიკური ძალა ერთად მოახერხებს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორებას, ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ დამარცხების ბევრად მეტი შანსი გაუჩნდება, რადგან „ოცნებას“ დაბალი რეიტინგი აქვს და მას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე შეუძლია წარმატების მიღწევა“.



newspress.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი