შემთხვევათა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეპიდსიტუაციას ქმნის, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ „ქრონიკაში“.
მისი თქმით, ახალი შეზღუდვები ქვეყანაში ეპიდსიტუაციას დაასტაბილურებს.
„ყველანაირი მცდელობა, რომ როგორმე ინფექცია შეჩერდეს, სრულად გამართლებულია. ასეთი შეზღუდვები ხელს ინფექციის სტაბილიზაციას შეუწყობს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.