ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს წარადგენს და ჯო ბაიდენს გამარჯვებულად გამოაცხადებს.
„რა თქმა უნდა, წავალ და თქვენ ეს იცით, მაგრამ ამის გაკეთება ძნელია, რადგანაც არჩევნები მასობრივად გაყალბდა", თქვა ტრამპმა.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი - 232.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.