დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
27-11-2020, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენს უწყებაში ყველა შესყიდვა და თანხა არის ღია, გამოქვეყნებულია საჯაროდ და მიეწოდება ყველას, ვინც კი მოითხოვს ამ სახის ინფორმაციას, – ნათქვამია  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში, სადაც ცენტრი მოქალაქე გიორგი ჩალაძის განცხადებებს ეხმაურება.

 

 

უწყების შეფასებით, ჩალაძის განცხადებები არის ცილისმწამებლურ და გასცდა ერთი კონკრეტული ადამიანის ლანძღვა-გინებას და უკვე მთლიანად ცენტრის თანამშრომელთა მიმართ ბრალდებებში გადაიზარდა.

 

 

„დღეს, როცა ქვეყანა ებრძვის კოვიდ-პანდემიას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გახლავთ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე, თავს ვარიდებთ გამოვეხმაუროთ ყოველგვარ სამართლიან თუ უსამართლო კრიტიკას, ყველას გამოვეპასუხოთ, ამის არც სურვილი და არც დრო გვაქვს, რადგან ვცდილობთ ეს ძვირფასი დრო მოვახმაროთ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობის აღსრულებას.

 

 

ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია და ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი სინდისის და შეხედულებისამებრ იყენებს ამ უფლებას, ამავდროულად, მიუხედავად მუშაობის მძიმე რეჟიმისა, უპასუხოდ და უყურადღებოდ არ ვტოვებთ ნებისმიერი პირის თუ ორგანიზაციის არც ერთ წერილობით კითხვას თუ მოთხოვნას, როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს ის. ესეც არის ჩვენი ვალდებულება და საქმიანობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. რა თქმა უნდა, ასეც გავაგრძელებთ, მაგრამ ახლა ყურადღება უნდა შევაჩეროთ მოქალაქე გიორგი ჩალაძის დაუსრულებელ და განგრძობად ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომელთა ფარგლებიც გასცდა ერთი კონკრეტული ადამიანის ლანძღვა-გინებას, საკანში გამოკეტვის მუქარას და უკვე მთლიანად ცენტრის თანამშრომელთა მიმართ ბრალდებებში გადაიზარდა.

 

 

ბატონი გიორგი, რომელიც განათლებით იურისტი ყოფილა და თავი ეპიდემიოლოგადაც თუ ლაბორატორიის მცოდნედაც მოაქვს, სისტემატურად, სატელევიზიო არხებიდან, საკუთარ მოსაზრებაზე დაყრდნობით გვადანაშაულებს, რომ მივითვისეთ და გავფლანგეთ სახელმწიფოს კუთვნილი მილიონები თუ მილიარდები, არარაციონალურად გამოვიყენეთ პანდემიის სამართავად მობილიზებული თანხა, არ შევიძინეთ ტესტები თუ სახარჯი მასალები ან შეძენილია დარღვევით და უცნობია რა თანხა იქნა გადახდილი. ერთი სიტყვით, რაც ქვეყანაში ბატონი გიორგის გადასახედიდან მართვის ხარვეზი და შესაძლო პრობლემაა, არის ცენტრის ბრალი. სხვა სტრუქტურების ნაცვლად ვერ ვისაუბრებთ, სავარაუდოდ ისინი პასუხს გასცემენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ, ცენტრის რომელ ხელშეკრულებებზე და რის გასაიდუმლოებაზე საუბრობს გაუგებარია, რადგან ჩვენს უწყებაში საერთოდ არ არსებობს ბრძანება, რომელიმე საკითხის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის, ყველა შესყიდვა და თანხა არის ღია, გამოქვეყნებულია საჯაროდ და მიეწოდება ყველას, ვინც კი მოითხოვს ამ სახის ინფორმაციას.

 

 

შესაბამისად, მისი განცხადებები აღარ არის არც კონსტრუქციული და საღი კრიტიკა, არც სიტყვის თავისუფლება და არც ჯდება რაიმე საზღვრებში. ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება, ზღვარგადასული უტიფრობა ადამიანისა, რომელიც უპასუხისმგებლოა საკუთარ განცხადებებში. ამიტომ მივმართავთ ბატონ გიორგის, მისი რამდენიმეთვიანი ბრალდებების სიიდან წარმოადგინოს თუნდაც ერთი დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულება, ან მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს და დაგვიმტკიცოს რა ზიანი მივაყენეთ ქვეყანას და ხალხს, ხოლო ასეთის დროულად წარმოუდგენლობისას, გამობრძანდეს და მოიხადოს ბოდიში იმავე საჯარო სივრციდან, მისი ცილისმწამებლური და აბსურდული განცხადებების გამო იმ დაწესებულების მიმართ, რომლის თანამშრომლებიც მუდმივ რეჟიმში არიან ქვეყნის სამსახურში და თავგანწირვით მუშაობენ პანდემიის დასამარცხებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი გამოიყენებს საკუთარ უფლებას და მიმართავს სასამართლოს პატივისა და ღირსების დასაცავად. არავის მივცემთ უფლებას, ვინმეს დავალებით თუ საკუთარი უპასუხისმგებლო გამოხტომებით შელახოს ამ ქვეყნის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი უწყების და მასში მომსახურე პროფესიონალების იმიჯი და თავმოყვარეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი