18 წლის გოგონამ ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გოგონას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
გავრცელებული ვერსიით, გოგონამ თავი მოიკლა. ამ ვერსიას, გოგონას "ფეისბუქის" გვერდზე დატოვებული მეგობრის პოსტიც ადასტურებს.
"ეს რა გააკეთე, არ მჯერა, მიყვარხარ, არასდროს დამავიწყდები. ულამაზესი, უნაკლო იყავი, მეგობრული. ეს რა გაგვიკეთე, თაკო, ვერ ვიჯერებ", - წერს მეგობარი.
სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ტელეკომპანია TV3ის ჟურნალისტია, თუმცა, ამ ინფორმაციას ტელეკომპანიის ტექნიკური პროდუსერი ლექსო ბექაური არ ადასტურებს.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი თანამშრომელი არაა. არც ჟურნალისტად უმუშავია ჩვენთან, არც სტაჟირებაზე ყოფილა. უბრალოდ, ერთერთ ფოტოში, ჩვენი მიკროფონი ეჭირა და ამიტომ მიიჩნია სააგენტომ, რომ ჩვენი ჟურნალისტია", - ამბობს ბექაური news.ge--სთან საუბრისას.
http://news.ge/ge/news/story/80057-tbilisshi-18-tslis-gogona-gardatsvlili-ipoves
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.