საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დაწყებაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს გამორიცხავს.
ჟურნალისტის შეკითხვას, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა, უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის წილებს "გაზპრომში" და რამდენად რეალურია ეს, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასეთი პასუხი გასცა: "არავითარ შემთხვევეში, გამოვრიცხავ სრულად".
ქუმსიშვილი ამბობს, რომ "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დეტალებზე კომენტარები ენერგეტიკის სამინისტროში გაკეთდება.
"რაც შეეხება ჩემს მიმართულებას, ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.