2020 წლის 27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ სხდომაში.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა პოზიტიური შეფასება მისცა BSEC-ში რუმინეთის თავმჯდომარეობის მიერ გაწეულ საქმიანობას და მადლობა გადაუხადა კორონავირუსის პერიოდში გამართული აქტივობებისთვის. იგი მიესალმა ორგანიზაციაში ახალი წევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის გაწევრიანებას და გამოთქვა მზადყოფნა ამ ქვეყნის წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობაზე ორგანიზაციის ფარგლებში.
მინისტრმა ზალკალიანმა წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და მიღწეული პოზიტიური შედეგები.
გამოსვლაში ასევე აღინიშნა, რომ მოსალოდნელია კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში რეგიონის მნიშვნელობის ზრდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების კუთხით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებაზე და მხარს უჭერს ამ მიმართულებით BSEC-ის ჩართულობას რეგიონებს შორის კავშირების გამყარებისათვის.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა BSEC-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, ორგანიზაციის სამდივნოს სამართლებრივი მრჩევლის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის მხარდაჭერისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.