ხელი მოეწერა 10,2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის
27-11-2020, 19:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის 26 ნოემბერს, ქ. ვენაში (ავსტრია) განლაგებული, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დაზუ იანგმა და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა ხელი მოაწერეს 10,2 მილიონი ევროს ღირებულების ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს შორის 2020-2025 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას (Country Programme Framework (CPF) between the Government of Georgia and the International Atomic Energy Agency (IAEA)).


აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, სააგენტოსა და დონორი სახელმწიფოების დახმარებით საქართველოში განხორციელდება ახალი პროექტები, რომელიც მოიცავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. კონკრეტულად, პროექტების განხორციელებისთვის გამოიყოფა 10 199 509 ევრო.

ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ქეთევან ციხელაშვილმა სიტყვით მიმართა ხელმოწერის ცერემონიალის მონაწილეებს, ხაზი გაუსვა აესს-სა და საქართველოს შორის ტექნიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა სააგენტოს, წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის მიმდინარე წელს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის, რომელიც მოიცავდა აშშ-სა და ნორვეგიის მთავრობების დაფინანსებით, სააგენტოს მიერ საქართველოსთვის RT-PCR დანადგარების გადაცემას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი