ჩინეთის რიტორიკა იცვლება. ისინი არ მალავენ, რომ... ემზადებიან ომისათვის!.. გლობალური ცივი ომი მსოფლიოს გარანტირებული აქვს - მოსაზრება
28-11-2020, 11:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთის რიტორიკა იცვლება, - ეს ისაა, რაც აქამდე არ იყო. ისინი არ მალავენ, რომ... ემზადებიან ომისათვის!..

 

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში დაპირისპირების ბუნებრივი გაგრძელება ტაივანი იქნება!

 

ჩინელებს არასდროს უთქვამთ უარი მასზე...

 

ახლა საქმე დასწრებაზეა!

 

გლობალური ცივი ომი მსოფლიოს გარანტირებული აქვს.

 

აშშ-ს პოლიტიკის ცვლილება შეუმჩნეველი დარჩა საქართველოში! აშშ მიდის რაციონალური (მისთვის) გზით... მას არ ჰყოფნის რესურსები ყველაფერთან ერთად ჩინეთის ბლოკირებისა და შეკავებისათვის... ამიტომაც იყო ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოსადმი...

 

აშშ ნატო არ არის - აშშ ძალაა ნატოს გარეშეც! ეს ორგანიზაცია დღეს რეალურად საჭიროების გარეთაა...

 

ევროკავშირის შიდა პრობლემები სახეზეა...

 

მას მხოლოდ საქართველოში ვერ ხედავენ...

 

ისევე, როგორც ვერ ხედავენ ამერიკელთა პოლიტიკის ცვლილებას, თუმცა, რასაც ხედავენ, არასწორად ესმით.

 

ცხადია, პოლიტიკის ეს ცვლილება გარანტირებულად გამოიცვევს აშშ-რუსეთის ურთიერთობის დაძაბვასა და გართულებას... აშშ-ს პოლიტიკა უფრო დაახლოებული იქნება რუსეთის უშუალო სიახლოვეში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ რკალზე მოქმედების გააქტიურებითა და შავ ზღვაზე აქტიურობით...

 

ამისთვის აშშ-ს ნატო დიდად არაფრად სჭირდება... კავშირებს თავად დაამყარებს, და მისი ნაბიჯები ადეკვატური იქნება რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობისა...

 

რუსეთის ქმედებები დამოკიდებულია ამ შეცვლილ პოლიტიკაზე რეაგირების ხარისხზე... ეს უკვე მისი უშუალო სიახლოვეა და სულ ახლახან აზერბაიჯან-სომხეთის ომს ეს გეოპოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა...

 

ასე რომ, 2021 წელს აშშ გააქტიურდება რუსეთის უშალო  სიახლოვის სივრცეში, მაგრამ ამისთვის სჭირდება იმ რეგიონებიდან გასვლა და გავლენისა და ხარჯების შემცირება, სადაც აქამდე მძლავრად იყო - ახლო აღმოსავლეთი და ევროკავშირი.

 

ევროკავშირს თავად მოუწევს საკუთარი პრობლემების დაძლევა და უახლოეს 2-3 წელიწადში პოლიტიკური ელიტების ცვლილება გარდაუვალია (განსაკუთრებით მთავარ ევროპულ ქვეყნებში).

 

საქართველო კვლავ რჩება ინტერესესთა დაპირისპირების სფეროში და იგი საერთო დაპირისპირების კონტექსტშია მხოლოდ დასანახი... ცენტრალური, რის გარშემოც აშშ-რუსეთის დაპირისპირება გამძაფრდება, ბაზების საკითხია... აქაც ყველაფერი დასწრებაზე იქნება!

 

მაგრამ აშშ-რუსეთის დაპირისპირებას აქვს გამოკვეთილი წითელი ხაზები, რომელსაც ვერც ერთი მხარე (ვერც აშშ და ვერც რუსეთი) არ და ვერ გადაკვეთს. პერსპექტივაში, მათ შორის მოლაპარაკების კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ სიტუაცია შეცვლილია და ნდობა პრაქტიკულად არ არსებობს...

 

ამ კონტექსტში, უკანასკნელ პერიოდში, საინტერესო მოვლენა მოხდა: ჩინეთ-იაპონიის პოზიციების დაახლოება „ახალი აზიის“ ლოზუნგით! აშკარაა, ამ დიდი რეგიონში ამერიკელთა გავლენა შესუსტდება, მაგრამ არის თუა არა ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობა მყარი, - აშშ-ჩინეთის დაპირისპირება გამოაჩენს: ჩინეთი ძლიერ არის დამოკიდებული იაპონიისა და სამხრეთ კორეის ბაზრებზე: ორივეში ერთად მისი ექსპორტი თითქმის 550 მლრდ აშშ დოლარს აღწევს, ანუ იმდენს, რაც აშშ-ში... რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ახლოსაც ვერ მიდის ამ მაჩვენებლებთან, მაგრამ რუსეთი სასიცოცხლოდ საჭიროა ჩინეთისათვის უპირველესად ენერგომატარებლების გამო... ჩინეთის ბაზარი იხსნება იაპონელი მწარმოებლებისათვის (ავტომობილები და ა.შ.)...

 

რა პოზიცია ექნება იაპონიას აშშ-ჩინეთის ურთიერთობის დაძაბვისას? დაახლოებით პროგნოზირებადია, თუმცა, ინტერესები მაინც წინა ხაზზე იქნება და დაპირისპირებული მხარეების მდგომარეობა განსაზღვრავს დამოკიდებულებას...

 

მოკლედ,საქართველოს მძიმე წელი აქვს წინ, - ეკონომიკურადაც და დიდი პოლიტიკის კონტექსტშიც...

 

რა შეიძლება მოხდეს?!

 

აშკარაა, საკუთარ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ/ვერ უნდა ველოდოთ, - პოლიტიკური პოტენციალი ნულოვანია!

ამ დონის ინტერესების დაპირისპირებისას იმის იმედად ყოფნა, რომ ვინმე რაღაც არაფორმალური პოლიტიკით შეძლებს რაიმეს მოგვარებას - უდიდესი ილუზიაა!

 

საქართველოში პოლიტიკური ინერცია უზარმაზარია, 

 

პოლიტიკაში ინერცია კი უარესზე უარესია, - შეიძლება გადაგჩეხოს!

 

ამიტომ სიტუაცია დამოკიდებული იქნება  დაპირისპირებულ ძალთა განლაგებასა და დაძაბულობის ხარისხზე.

 

ისტორიულად კრიტიკულ სიტუაციებში საქართველო ვერასდროს დგამდა სწორ ნაბიჯებს...

 

ძალზე ცუდი იქნება, თუ ეს ისტორიული უბედურება გაგრძელდება - ანუ საქართველო თავად შეიყვანს თავს ჩიხში და შემდეგ დაიწყებს ჩიხიდან გამოსვლის გზების ძებნას...

 

ჩიხი კი ჩიხია:

 

მისგან გამოსასვლელი გზები არ არსებობს, თუ...  არ გადათელე ის, რაც კეტავს გამოსასვლელ გზას... მაგრამ ეს უკვე მირაჟია!

 

დემურ გიორხელიძე,

 

ანალიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი