წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ემილ ხაჩატურიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 15 სექტემბერს სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, სკოლა არ დაკეტილა და არც მომავალში აქვთ სურვილი, რომ ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ემილ ხაჩატურიანი
როგორც GUARDIAN.GE-ის ემილ ხაჩატურიანმა უთხრა, ტრადიციული ფორმით სწავლის პროცესი უფრო ეფექტურია და გაცილებით მეტ შედეგს იძლევა, ვიდრე ვირტუალური სწავლება.

„უკვე ორნახევარი თვეა, რაც საკლასო ოთახებში განვაახლეთ სასწავლო პროცესი და ჯერჯერობით არავითარი შეფერხება არ შეგვქმნია. აბსოლუტურად ვიცავთ ყველა იმ წესს და რეკომენდაციას, რომელიც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაგვიწესეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არის გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მთელ ქვეყანაში და მსოფლიოში, ჩვენს სოფელში და ზოგადად წალკის მუნიციპალიტეტში შეიძლება ითქვას, კარგი მდგომარეობაა.
„ვიცავთ ყველა იმ წესს, რისი დაცვაც კანონით გვევალება. ვატარებთ თერმოსკრინინგს, მწყობრში გვაქვს დეზობარიერები. ჰიგიენური ნორმები და სოციალური დისტანცია სრულად არის დაცული. საბედნიეროდ, ჯერჯერობით სკოლაში ვირუსის გავრცელებას არ ჰქონია ადგილი.
„გვინდა, რომ ასე გაგრძელდეს. ჩვენ, გაკვეთილების საკლასო ოთახებში ჩატარების მომხრე ვართ, რადგან ასე უფრო უკეთესად ვასწავლით ბავშვებს. გარდა იმისა, რომ ონლაინ სწავლება ნაკლებად ეფექტურია, არსებობს მეორე საკითხიც.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის გეოგრაფიის და ბუნების მასწავლებელი გიორგი ვოსკანიანი.
„აქ, ყველა ოჯახს არ აქვს კომპიუტერი და ონლაინ სწავლების პირობებში ბავშვების ჩართვა სასწავლო პროცესში სრულყოფილად ვერ ხერხდება.
„იმედი გვაქვს, არ დაგვჭირდება სკოლის დაკეტვა. ახლა, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა შეზღუდვები, კიდევ უფრო მეტად იკლებს ადამიანების გადაადგილება, რაც ვირუსის გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ემილ ხაჩატურიანმა.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ემილ ხაჩატურიანი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.