იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავოს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ თეა წულუკიანი მთავრობის ნაცვლად საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს, ის სავარაუდოდ, პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.
მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს სულ ხუთი მოადგილე ეყოლება, რომელთა კანდიდატურებსაც როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია დაასახელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.