საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დასაფუძნებლად ქართული მხარე მაქსიმალურ ძალისხმევას გასწევს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ორი წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესებული. მინდა, მადლობა გადავუხადო გიას. ინიციტივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. მე ცოტა განსხვავებული აზრი და იდეა მქონდა, თუმცა ძირითადაც გია დვალის დახვეწილია ის ფორმა, რასაც დღეს ჩვენ განვიხილავთ. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ჩვენი გუნდიც და კიდევ სხვები აქტიურად მონაწილეობენ და გვეხმარებიან. მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს. ისინი არიან დიდი სპეციალისტები. იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეხვედრაზე სხავდასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებაზე მსჯელობენ.
ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობას "ქართუ" დააფინანსებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.