სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი აცხადებს, რომ სკოლაში 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაწყებული სასწავლო პროცესი დღემდე არ შეწყვეტილა და გამონაკლისი მხოლოდ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდი იყო.
როგორც GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა განუცხადა, საარჩევნო პერიოდში სკოლა 1 კვირით დაიკეტა, რადგან იქ საარჩევნო უბანი იყო განთავსებული და არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სასწავლო პროცესი ისევ ჩვეულ რეჟიმში განახლდა.
„ამ დრომდე, საბედნიეროდ, არ გვქონია კორონავირუსის გამოვლენის არც ერთი ფაქტი. აღსანიშნავია, რომ მეზობელ სოფლებში, რამდენიმეგან ვირუსის დაფიქსირების გამო, დროებით დაიკეტა სკოლები. ჩვენთან ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ზედმიწევნით ვიცავთ იმ წესებს, რაც მთავრობამ დაადგინა. თერმოსკრინინგის და დეზობარიერის გამოყენების გარეშე სკოლაში ვერავინ შემოდის. სრულად გვაქვს მოწესრიგებული სველი წერტილები. ასევე, მწყობრშია საიზოლაციო ოთახი, რომლის დღემდე გამოყენების საჭიროებაც საბედნიეროდ არ დამდგარა.
წინასწარ ვერაფერს იტყვი კაცი, ისეთი რთული მდგომარეობაა ვირუსის გავრცელების მხრივ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ეს მთელ მსოფლიოში, მაგრამ წესების დაცვა რომ დიდად გვეხმარება სკოლაში არსებული სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებაში, ესეც ფაქტია. ზოგადად, ბავშვებში სოციალური დისტანციის დაცვა არც ისე ადვილია, მაგრამ ამასაც მკაცრად ვაკონტროლებთ“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.