თბილისის ყველაზე დიდ კორონავირუსის კლინკაში გამოჩენილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე გადაიყვანეს. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ექიმების თქმით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა „საკმაოდ მძიმეა“. დაახლოებით ორ საათში გახდება ცნობილი - არის თუ არა ეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა.
„საკმაოდ მძიმეა... აქვს სუნთქვის უკმარისობა და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი“, - აცხადებს ექიმი ლევან რატიანი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით?- რატიანი პასუხობს: „ვერაფრის, ვერაფრის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.