„ქართულმა ოცნებამ“ თალაკვაძეების ერთგულება ქართულ პოლიტიკაში ერთ წამში გაწირა. კანცელარიის მეთორმეტე სართულზე საკოორდინაციო საბჭოს დახურული შეხვედრა, დაპირისპირების პოლიგონად იქცა. კრიზისმენეჯერმა გახარიამ ჯანდაცვის სექტორის კრახი მინისტრ ტიკარაძეს რომ ვერ დააბრალა, ავთანდილ თალაკვაძის გადადგომა მოითხოვა.
საგანებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელს პრემიერ მინისტრმა მუშაობა დაუწუნა და შეახსენა, რომ პანდემიის პირობებში ქვეყნის ბიუჯეტიდან საეჭვოდ ბევრი ფული დაიხარჯა. კონფლიქტი გუნდის შიგნით სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ძმის კრიტიკა ვერ აიტანა, მისი დაცვა კი საკმარისი ვერ აღმოჩნდა. პრემიერის მოთხოვნა დღის ბოლოს ეკა ტიკარაძემ გააფორმა: ავთო თალაკვაძე თანამდებობიდან გაუშვეს. წყობიდან გამოსულმა პრემიერმა კი ჩინოვნიკი ძმებისა და სტომატოლოგ ტიკარაძის მიმართულებით წყლის ბოთლი ისროლა.
ავთო თალაკვაძის გვარი კორონავირუსის პანდემიის დროს პირველად არ გაჟღერებულა. პარლამენტის თავმჯდომარის ძმა კორუფციულ სკანდალში ჯერ კიდევ COVID-19-ის ტესტების პირველ ეტაპზე გაეხვა, ეპიდემიის პირველი ტალღის დროს აცხადებდნენ, რომ თალაკვაძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის მენეჯმენტთან ერთად ტესტებს საკუთარი სურვილის მიხედვით ანაწილებდა. ამ გადაწყვეტილების უკან დიდი ფული და პირადი გამდიდრების ინტერესი იდგა. მილიონობით ლარი ისე დაიხარჯა, რომ ინფორმაციაზე დღემდე ხელი არავის მიუწვდება. ახლა, როცა თალაკვაძეს თანამდებობა დაატოვებინეს, არ არის გამორიცხული, რომ მისი საქმიანობით უკვე საგამოძიებო უწებები დაინტერესდნენ, მძიმე კორუფციული ბრალდებით.
თანამდებობიდან გაშვებული თალაკვაძე დღეს ისევ დუმს. მწვავე ბრალდებების მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის ძმას მედიასთან საუბარი არ სურს. დიღომში ორსართულიანი სახლი ჯანდაცვის უკვე ყოფილმა ჩინოვნიკმა „ოცნების“ მთავრობის დროს შეიძინა, დღეს „მთავარი არხს“ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, კითხვები ისევ პასუხგაუცემელია.
კორონავირუსთან ომში ქვეყანა ჩამოშლილი ჯანდაცის სისტემით იბრძვის. გახარია-ტიკარაძის დაპირისპირებას ახლა წერტილი ოლიგარქმა უნდა დაუსვას. ბიძინა ივანიშვილმა ან საკუთარი ოჯახის სტომატოლოგი უნდა აირჩიოს ან გახარიაზე უნდა დადოს ფსონი.
ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.