ფინეთი - საქართველო: 85:91 - საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთი 6 ქულით დაამარცხა
29-11-2020, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის Facebook-ის გვერდიდან

 

ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთი 6 ქულით, 91:85 დაამარცხა.

 


როგორც „მთავარი არხი“ იტყობინება, თავდაპირველად, საქართველოს ნაკრები მდევრის პოზიციაში იყო, მაგრამ მალევე, ზუსტი ტყორცნებით შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, რამაც, საბოლოო ჯამში, ნაკრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

 

 

შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელმაც ნაკრებს 27 ქულა შესძინა.

 


შეხვედრა ფინეთში, ესპოოს „მეტრო არენაზე“ გაიმართა.

 


ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ფინეთთან სტუმრად 91:85 გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას კომენტარი ასეთი იყო:

 


„კარგად მოგეხსენებათ, უმნიშვნელოვანესი თამაში იყო ჩვენთვის, ვიცოდით, რომ მთელი საქართველო ელოდა ამ შეხვედრას. რთულ პერიოდში ვართ, კორონავირუსის გამო დიდი შეფერხებებია, ასეთ დროს კი ხალხის გულების გახარება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

 


ვამაყობ ჩემი გუნდით, ექიმიდან დაწყებული ნაკრების ნაკრების თითოეული წევრით დამთავრებული.“

 


თორნიკეს ფინელებმა პრესკონფერენციისას საკუთარი სტატისტიკა შეახსენეს: 19 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი.

 


„და 7 შეცდომა. ჩემთვის მთავარი არა საკუთარი მონაგარი, არამედ გუნდის გამარჯვებაა. კიდევ გავიმეორებ – ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით“, თქვა თორნიკე შენგელიამ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი