მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
გამოჩენილ ქართველ მსახიობს, კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, რომ ის ჰოსპიტალიზებულია.
ექიმების თქმით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა „საკმაოდ მძიმეა“.
„საკმაოდ მძიმეა... აქვს სუნთქვის უკმარისობა და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი“, - უთხრა შაბათ საღამოს „მთავარ არხს“ ლევან რატიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით?- რატიანმა უპასუხა „ვერაფრის, ვერაფრის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.