თორნიკე ოქრიაშვილს პაუზა გაუხანგრძლივდა - 28 წლის ფეხბურთელს გამოსაჯანმრთელებლად და რეაბილიტაციისთვის კიდევ 20 დღე სჭირდება
29-11-2020, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრა აუტსაიდერ „ენოსისს“ თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე მოუგო – მიზეზი ქართველი შემტევის ტრავმაა.

 

 

კვიპროსული მედიის ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმის გამო ახალი გამოკვლევა ჩაუტარდა და მისი შედეგი სასიამოვნო არ იყო – საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დაგეგმილზე მეტხანს ვერ ითამაშებს.

 


ბოლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, 28 წლის ოქრიაშვილს გამოსაჯანმრთელებლად და რეაბილიტაციისთვის კიდევ 20 დღე სჭირდება. ამიტომ თემურ ქეცბაიას განკარგულებაში მისი დაბრუნების დრო დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გადაიდო.

 


თორნიკეს თამაში უკვე გამოირიცხა 12 დეკემბერს „ჰერმესთან“ გასვლით მატჩში და ასევე ძალიან საეჭვოა „პაფოსთან“ 18 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაში.

 


ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობას არ სურს გაუაზრებელ რისკზე წასვლა და ოქრიაშვილს მოედანზე ნაჩქარევი დაბრუნება სთხოვოს. ისინი შეეცდებიან, რომ ქართველი ფეხბურთელი მზად იყოს 22 დეკემბრისთვის, როდესაც ქეცბაიას გუნდი პრინციპულ მეტოქეს, „ომონიას“ შეხვდება.

 


ტრავმის გამო ოქრიაშვილმა გუნდის მთავარი ბომბარდირის სტატუსი დაკარგა. „ენოსთან“ გიორგი ქვილითაიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და 6 გოლი დაუგროვდა, როდესაც ოქრიაშვილის ანგარიშზე ოთხი გოლია.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი