თვითმკვლელი ტერორისტი ავღანეთში, დანაღმული ავტომანქანით სამხედრო ბაზაზე შევარდა და თავი აიფეთქა, რის შედეგადაც დაღუპულია სულ მცირე უსაფრთხოების 26 პერსონალი, იტყობინება „ფრანს პრესი“ ქვეყნის ოფიციოზზე დაყრდნობით.
ტერორისტული აქტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ღაზნის პროვინციაში მოხდა. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, ბაზ მუჰამედ ჰემატმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, აფეთქების შედეგად დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 21 ადამიანს.
ამასობაში, მეორე აფეთქება მოხდა ავღანეთის სამხრეთში, ზაბულის პროვინციაში - დაიღუპა ერთი ადამიანი, დაზიანებები აქვს მიღებული 23 პირს. თავდასხმის სამიზნე ადგილობრივი საბჭოს ხელმძღვანელი ატტა ჯან ჰაყბაიანი იყო. სწორედ მისი დაცვის წევრია გარდაცვლილი.
ამ ორ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.