„გირჩმა“ პარლამენტში შესვლის წინაპირობა დაასახელა - ბიძინა ივანიშვილი რომ წამოვიდეს მართლმსაჯულების რეფორმაზე, რა თქმა უნდა „გირჩი“ შევა პარლამენტში - იაგო ხვიჩია
29-11-2020, 18:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულების რეფორმის გეგმით შემოვა ოპოზიციის მაგიდასთან, მაგრამ მართლმსაჯულების რეფორმაზე ბიძინა რომ წამოვიდეს, რა თქმა უნდა „გირჩი“ შევა პარლამენტში, - განაცხადა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, იაგო ხვიჩიამ.

 


„ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულების რეფორმის გეგმით შემოვა ოპოზიციის მაგიდასთან. ზურა ჯაფარიძემაც ამ კონტექტსში თქვა, როცა კითხვა იყო. რეალურად კითხვა იყო, ერთადერთი პირობის გარდა, ბუნებაში თუ არსებობს სხვა პირობები, რის გამოც „გირჩი“ შევა პარლამენტში, ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ არ გვჯერა, მაგრამ მართლმსაჯულების რეფორმაზე ბიძინა, რომ წამოვიდეს, რა თქმა უნდა „გირჩი“ შევა პარლამენტში, ეგ პირადად ჩემთვის პოლიტიკური მიზანია, ეგ თუ აღსრულდა, შეიძლება პოლიტიკიდანაც წავიდე, თუ საჭიროა შევალ პარლამენტში ან არ შევალ, მიზანი მიღწეული მექნება, უბრალოდ არასერიოზულია ახლა „ქართული ოცნებისგან“ მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბარი.

 


კითხვაზე, აღნიშნულ შემთხვევაში, სხვა პარტიებიც თუ შევლენ პარლამენტში, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „სულელი იქნება, ვინც არ წამოვა, უბრალოდ „ქართული ოცნებისგან“ ამ ნაბიჯს არავინ ელოდება“.

 


„მართლმსაჯულების რეფორმა, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდა, ეგ რომ „ქართულმა ოცნებამ“ დადოს მოლაპარაკების მაგიდაზე, დარწმუნებული ვარ, ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდება, რომ შევიდეს პარლამენტში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 


რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდს, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „მთავარი თემა იქნება, ის თუ რა წინადადებით მივა „ქართული ოცნება“ მესამე რაუნდზე.

 


„ახლა ოპოზიციის წინადადება იხილება მათ მიერ და შეუძლიათ დაეთანხმონ, უარყონ, დაეთანხმონ გარკვეული პირობებით ან თავიანთი წინადადება დადონ მაგიდაზე. ამ ოთხი ვერსიიდან რომელი განვითარდება, არ ვიცი. მესამე რაუნდზე ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცაზე ან თანხმდება ან ვერ თანხმდება, მე ასე მესმის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 1
#1  ვაი
      
აი, ესაა ამათი "პრინციპულობა". თუმცა, მარიხუანის მეხოტბეებისგან სხვას არც ველოდდი.
1 დეკემბერი 2020 10:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი