თუკი არაფერი გაკეთდა, სამ წელიწადში აფხაზეთსა და ოსეთში მივიღებთ ყირიმს, ლეგალური თვალსაზრისით, - ამის შესახებ "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა.
დონდუას თქმით, ის რაც ხდება უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში, ერთმანეთისგან იზოლირებული მოვლენა არ არის და ერთი დიდი სცენარის ნაწილია.
"რაც რუსეთმა გააკეთა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ხელშეკრულებებით, რომელიც ქვემდებარე დოკუმენტების გაფორმებას ითვალისწინებს და ეს დოკუმენტები უკვე ფორმდება, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სამ წელიწადში ეს ტერიტორიები მთლიანად იქნას შეწოვილი რუსეთის სამართლებრივ სივრცეში, რაც ფაქტობრივად ანექსიას ნიშნავს. თუკი არაფერი გაკეთდა სამ წელიწადში აფხაზეთსა და ოსეთში, მივიღებთ ყირიმს, ლეგალური თვალსაზრისით. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ როდესაც ლაპარაკია უკრაინაზე, ეს არ განიხილონ იზოლირებულ შემთხვევად და მხედველობაში ყოველთვის ჰქონდეთ საქართველო", - განაცხადა დავით დონდუამ.
დუნდუამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში გაცემული პასპორტების მფლობელებისთვის აშშ-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სავიზო რეჟიმის გამკაცრების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.
"ამერიკელებმა 2010 წლიდან დაიწყეს რუსულ პასპორტებში, განურჩევლად იმისა, სად იყო გაცემული რუსეთის ტერიტორიაზე, ცხინვალსა თუ სოხუმის ტერიტორიაზე, ამერიკული ვიზების ჩარტყმა. ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც ამას აკეთებდა. მიუხედავად ჩვენი წინა თუ დღევანდელი ხელისუფლების მრავალი პროტესტისა, აქ წინსვლა არ იყო. ბოლო წლებია, რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელებმა და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, ეს პოლიტიკა გაამკაცრა. ეს სწორედ იმის გამო, რომ უკრაინაში იგივე პრობლემა შეიქმნა, რაც იყო საქართველში. უკრაინის კრიზისი დაგვეხმარა ჩვენი საკითხის წარმოჩენაში", - აღნიშნა დავით დონდუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.