„ბევრად უკეთ, ვიდრე უელსთან!... დღევანდელ მატჩში „ბორჯღალოსნები“ ბოლომდე დარჩნენ თამაშში, ამრიგად, გუნდი აგრძელებს თამაშიდან-თამაშამდე ზრდას“
29-11-2020, 20:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

Georgian Rugby-ის ფოტო

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულის ნაკრების „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის ირლანდიის წინააღმდეგ დასკვნით შეხვედრას, რომელიც ირლანდიელების გამარჯვებით - 23:10 დასრულდა, „Georgian Rugby“ ეხმაურება და აცხადებს, რომ „დღევანდელ მატჩში „ბორჯღალოსნები“ ბოლომდე დარჩნენ თამაშში“, რაც იმის ნიშანია, რომ „გუნდი აგრძელებს თამაშიდან-თამაშამდე ზრდას“.

 

 

„ბევრად უკეთ ვიდრე უელსთან! დასრულდა „ბორჯღალოსნების“ ჯერ-ჯერობით საუკეთესო მატჩი შემოდგომის ერთა თასზე .

 


დღევანდელ მატჩში „ბორჯღალოსნები“ ბოლომდე დარჩნენ თამაშში, ბევრიც ვუტიეთ და თავსაც კარგად ვიცავდით, რისი ნათელი მაგალითია მეორე ტაიმი, სადაც გუნდებმა მხოლოდ 3-3 ქულა გავცვალეთ.

 


ამრიგად, გუნდი აგრძელებს თამაშიდან-თამაშამდე ზრდას და წინ ტურნირის ბოლო მატჩია, რომელშიც ბორჯღალოსნები ფიჯის 5 დეკემბერს მარიფილდზე დაუპირისპირდებიან.

 

 

კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი ტურნირის განმავლობაში, განსაკუთრებულად ამხნევებდით „ბორჯღალოსნებს“, შეცდომებსაც აღნიშნავდით და არც კარგ თამაშს უვიწყებდით ბიჭებს“, ნათქვამია Georgian Rugby“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი