დავით დონდუა აცხადებს, რომ მთავრობა ირანთან ურთიერთობების შეზღუდვაში ამერიკელების რჩევებს ითვალისწინებს
09-10-2015, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკელი კოლეგები გვთხოვენ, ჯერჯერობით თავი შევიკავოთ ირანთან არათუ სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისგან, არამედ საერთოდ გახსნისთვის, სანამ ვენაში შეთანხმებული ყველა ვალდებულება არ შესრულდება, - აღნიშნული ინფორმაცია "თავისუფალ დემოკრატებს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მიაწოდა.


დონდუას ცნობით, ირანთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე 1-ელ სექტემბერს დახურული კონფერენცია გაიმართა, სადაც განიხილეს, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი რეგიონზე, უსაფრთხოებაზე, მათ შორის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.


"ირანის გახსნას აქვს პლუსები, იმიტომ, რომ ეს ერთგვარად ხელს შეუწყობს რეგიონში იგივე ეკონომიკურ აქტიურობას, თუმცა აქ ბევრი კითხვის ნიშანი, ბევრი რაღაც შეიძლება იყოს დასაფიქრებელი. მთავარი ჩვენი რაც არის, არის სატრანზიტო პოტენციალი, ამაში შეიძლება რაღაც კორექტივები იყოს შეტანილი და მერე უცებ ეს ყველაფერი რაღაცა სიურპრიზად არ იყოს მიღებული, ამიტომ ეს კონფერენცია ჩატარდა, მაგრამ ეს ერთჯერადი კონფერენცია არ იყო. ირანთან დაკავშირებით ამერიკელ კოლეგებთან მუდმივი საუბარი გვაქვს, რომლებიც გვთხოვენ, რომ ჯერჯერობით თავი შევიკავოთ ირანთან სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისთვის - არა თუ სრულმასშტაბიანი, არამედ საერთოდ გახსნისთვის, სანამ ყველა ის ვალდებულება, რომელიც ვენაში შეთანხმდა, არ იქნება შესრულებული და ირანს მწვანე შუქი საბოლოოდ არ მიეცემა. ამ დოკუმენტით ეს ყველაფერი დეკემბერში უნდა დასრულდეს. ჩვენ ვეუბნებით ამერიკას, რომ ერთგული ვართ იმ პოლიტიკის, იმ სანქციების, რასაც თქვენ და ევროკავშირი ირანში აწარმოებთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი სპეციფიკაც. ირანი არის რეგიონული სახელმწიფო. ირანი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც ეკონომიკური, ისე სხვა მხრივ, ამიტომ ჩვენ გარკვეული სამოძრაო სივრცეც გვინდა. არა ერთხელ ყოფილა, რომ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს პირდაპირ მოუმართავთ გარკვეულ საკითხებზე რაღაც შუამდგომლობისათვის, ამიტომ ვეუბნებით, რომ როდესაც ასეთ რაღაცას გვთხოვთ, ცოტა სამოძრაო სივრცეც უნდა დავიტოვოთ", - განაცხადა დავით დონდუამ.


დონდუამ განაცხადა, რომ ერთ-ერთ ირანულ ავიაკომპანიაზე, რომელსაც საქართველოში შემოსვლა უნდოდა, ამერიკელების მხრიდან იყოთხოვნა, რომ ქართულ მხარეს თავი შეეკავებინა გადაწყვეტილების მიღებაზე, რაც გაკეთდა კიდეც. მისივე თქმით, ანალოგიური თხოვნა იყო სხვა კომპანიაზე, რომელიც სანქციების სიაში საერთოდ არ იყო.


"ჩვენი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, ისე, რომ არ დაზარალებულიყო ჩვენი ურთიერთობები არც ევროპელ და არც ამერიკელ პარტნიორებთან, ჩვენ მათ მოქმედების საშუალება მივეცით. ასე რომ, ამ მიმართულებით ვმუშაობთ. იმედია, ირანი მალე გამოვა დეიზოლაციიდან. ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს როგორც პოზიტიური, ისე არაპოზიტიური კუთხით და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა დავით დონდუამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი