ეკატერინე ტიკარაძე: ყველა პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან
30-11-2020, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოპედები ამ ეტაპზე არ არის შეძენილი, თუმცა, ყველა პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

ასე უპასუხა ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას - როგორ იხარჯება მსოფლიო ბანკისგან აღებული 80 მილიონი ლარის ოდენობის სესხი, რომელიც განკუთვნილი იყო სასწრაფო დახმარებისთვის, მათ შორის, სასწრაფოებისთვის მოპედების შესაძენად.

 

 

მინისტრის თქმით, შესყიდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მიიღება.

 

 

„მოპედები არ არის ამ ეტაპისთვის შეძენილი, თუმცა ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, ყველაფერი შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან, იქ განიხილება საჭიროებები და ასევე, ის რაციონალური წინადადებები, რომლებიც მიზანმიმართულად ორიენტირებულია კოვიდის მართვაზე. მხოლოდ მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები. რაც შეეხება შენაძენს, თუ რა ეტაპზე ვართ, შესყიდვების 40-დან 45 პროცენტამდე განხორციელებულია, დანარჩენზე არის მიმდინარე პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი