ინფექციური საავადმყოფო: პანდემიის გამო, აივ ტესტირების მაჩვენებელი შემცირდა
30-11-2020, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად, წელს აივ ტესტირების მსურველთა რაოდენობა შემცირდა, რამაც გამოვლენის მაჩვენებლის შენცირება გამოიწვია, – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსისი ცენტრის განცხადებაში, რომელსაც ცენტრი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან, პირველ დეკემბერთან დაკავშირებით ავრცელებს.

 

 

„მნიშვნელოვანია „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ყველაზე მტკივნეულად აისხა საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის აივ/შიდსით მცხოვრებ ადამიანებზე. დღეს, აივ/შიდსის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხის, დასრულება მრავლმხრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამარცხებს მსოფლიო „კოვიდ-19“ პანდემიას. ასე რომ, უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე. შემოგვიერთდით და დავასრულოთ „კოვიდ-19“ და შიდსის ეპიდემია საქართველოში! ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე შენი აივ სტატუსი და თუ ხარ აივ ინფიცირებული, დროულად დაიწყო მკურნალობა. დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია“, –  ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მათივე ცნობით, ისევ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საკითხი აივ/შიდსთან ბრძოლის საქმეში, რათა მოხდეს ცნობიერების ამაღლება აივ/შიდსის შესახებ, სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.

 

 

ცენტრის ცნობით, მათთან რეგისტრირებულია 8 598 აივ ინფიცირებული პირი, 6 422 – მამაკაცი, 2 176 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. მათივე ცნობით, შიდსი 4 441 პაციენტს განუვითარდა, 1 781 გარდაიცვალა.

 

 

30 ნოემბრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5 379 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი