იენს სტოლტენბერგი: ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებას, სულ მცირე ყირიმში, ამიტომ ნატო-მ უნდა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში
30-11-2020, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

შავი ზღვის რეგიონი ჩრდილოატალანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ

 

.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენს ორ ახლო მოკავშირესთან და ღირებულ პარტნიორთან, საქართველოსა და უკრაინასთან, ასევე, ნატო-ს სამ წევრ სახელმწიფოსთან – თურქეთთან, ბულგარეთთან და რუმინეთთან. ნატო ფართოდ არის წარმოდგენილი შავ ზღვის რეგიონში. ჩვენ გვყავს საზღვაო წარმომადგენლობა. სულ ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ წვრთნები, რომლებშიც მოკავშირეთა გემები მონაწილეობდნენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

სტოლტენბერგმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზეც ისაუბრა.

 

 

„ჩვენ უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში, რადგან ვნახეთ, რომ რუსეთმა შელახა ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. რუსეთმა მოახდინა ყირიმის არალეგალური ანექსია და რუსეთის ჯარი წარმოდგენილია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული საქართველოს ნაწილად. ჩვენ საქართველოსა და უკრაინას ვუწევთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მაინც აგრძელებს სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებას, სულ მცირე ყირიმში მაინც და ამიტომ ნატო-მ უნდა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა რეგიონში. ამ საკითხზე გვექნება საუბარი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ოთხშაბათს“, – განცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი