ირანში შიდა დაპირისპირება “რეფორმატორებს” და “კონსერვატორებს” შორის თანდათანობით მწვავდება
09-10-2015, 23:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის სულიერი ლიდერის აიათოლაჰ ალი ხამენეის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ის ფაქტობრივად კრძალავს აშშ-სთან მოლაპარაკებებისა და განხილვების წარმოებას, მსოფლიო მედიაში და საექსპერტო-ანალიტიკურ წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულმა გაზეთმა “მუსავათმა” გამოაქყვეყნა ანალიტიკოს ქენან როვშანოღლუს, ირანელი ექსპერტების მოსაზრებების შესწავლის საფუძველზე დაწერილი ანალიტიკური სტატია, რომელშიც ხაზი ესმება ბირთვული შეთანხმების შემდგომ ირანში შიდა დაპირისპირების გაღრმავებასა და “რეფორმატორების” წინააღმდეგ სასულიერო კონსერვატიული ფენის ბრძოლას.

 

 

როვშანოღლუს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აიათოლაჰ ხამენეის მანამდე აღიარებული ჰქონდა, რომ არ მოსწონდა დასავლეთთან ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებები, უცებ ასეთი ვეტოს დადება ბევრ კითხვას ბადებს. თუკი გავრცელებულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ხამენეის განცხადება დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გააქტიურების ფაქტორთან, ირანელი ექსპერტები მომხდარს პირველ რიგში ქვეყნის შიდა დაპირისპირებებს აკავშირებენ.

 

 

ირანში თანდათანობით ღრმავდება “რეფორმატორებსა” და “კონსერვატორებს” შორის დაპირისპირება, რომელიც განსაკუთრებით ბირთვული შეთანხმების შემდეგ გამწვავდა. ირანის სულიერი ლიდერი სწორედ იმ ე.წ. “რეფორმატორების” წინააღმდეგ გამოდის, რომლებიც ამერიკასთან თანამშრომლობას თბილად უყურებენ და ქვეყნის არსებული პოლიტიკური წყობის შეცვლას ისახავენ მიზნად.

 

 

კონსერვატორების ბლოკს, რომელიც სასულიერო ფენის გარდა, ნაწილობრივ პარლამენტშია წარმოდგენილი, ძირითადად კი ჯარსა და ძალოვან ორგანოებში, მიაჩნია, რომ პრეზიდენტი რუჰანი და მისი გუნდი, განსაკუთრებით აშშ-ში განათლება მიღებული საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ზარიფი ამერიკის გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ. რუჰანისა და ზარიფის გუნდი ცდილობს, რომ ირანი დასავლეთთან დაახლოვდეს და ურთიერთობების დათბობა მოხდეს. ეს კი აიძულებს ირანს, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე მთლიანად რეგიონში აშშ-ს ინტერესები გაითვალისწინოს, რომელიც ირანის ტრადიციულ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ კურსს ეწინააღმდეგება.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორთა ბანაკს არ შეუძლია მშვიდად უყუროს ირანის აშშ-სთან სწრაფ დაახლოებას, მას არ აქვს მთავრობაზე ზეგავლენის დიდი შესაძლებლობები, ისევე როგორც, “რეფორმატორებს” არ აქვთ სულიერ ლიდერზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. მაგრამ დიდია ალბათობა, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარება “რეფორმატორების” სასარგებლოდ შეიცვალოს. საუბარია არა მხოლოდ რელიგიური ლიდერის გავლენის შემცირებაზე, არამედ სულიერი ლიდერის სტატუსის შემდგომ გაუქმების შესაძლებლობაზეც კი.

 

 


ცნობილია, რომ “რეფორმატორებს” მხარს უჭერს ასევე “წყობის სარგებლიანობის დადგენის კრების” (ირანის პარლამენტის ზედა პალატა) თავმჯდომარე, ირანის ექს-პრეზიდენტი აიათოლაჰ ჰაშიმი რაფსანჯანი, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ირანის ბიზნესისა და ენერგეტიკის სფეროს მსხვილი წარმომადგენლების მხარდაჭერას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი