საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, (ხელმძღვანელი მაია კვეზერელი-კოპაძე) ხარაგაულში, მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.
მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ინიციატივით საერთაშორისო ასოციაციამ ხარაგაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს, საკვები პროდუქტი „ჰუმანა“ გადასცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციაში 7 ბენეფიციარი ჩაერთო. ბავშვები, ვიდრე ერთი წლის ასაკს მიაღწევენ, რეგულარულად მიიღებენ მათთვის საჭირო რაოდენობის საკვებ პროდუქტს „ჰუმანას“.
8 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ და ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ხელმძღავნელმა ეკა შავიძემ, ბავშვების მშობლებს საკვები პროდუქტები პირადად გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ და „ჰუმანა ჯორჯიას” უკვე ორი წელია გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც „ჰუმანას” პროდუქცია ასოციაციის სახელით შედის საავადმყოფოებში, ასევე მას იღებენ სოციალრად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლიერებას გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციისა და მისი ხელმძღავნელის მაია კვეზერელის მიმართ იმ ქველმოქმედებისათვის, რასაც ხარაგაულში ახორციელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.