ჩვენ ახლა პიკში ვართ და ეს პიკი კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება. შემდეგ უნდა დასტაბილურდეს და თანდათან ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვიცი არის დაძაბულობა, შფოთი რაღაც საშიშის, რომ შეიძლება ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდეს, მინდა მოგმართოთ როგორც პიროვნებამ, რომელიც სიტუაციას ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები ძალიან მზარდია, რაღაც მონაკვეთში საქართველო მოსახლეობის ერთეულზე პირველ ადგილზეც კი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილობამ მოიმატა, მინდა გითხრათ, მიუხედავად ყველაფრისა ქვეყანა, მისი ჯანდაცვა სიტუაციის მართვას ახერხებს.
შემეკამათებით, როგორ ახერხებს, როდესაც სასწრაფო იგვიანებს და სტაციონარში ადგილი არ არის. ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო. სწორედ ეს არის საქართველოს დამსახურება, რომ ისინი შეფერხებებით, მაგრამ მაინც ახერხებენ. საქართველოში არ მომხდარა ისეთი, რაც ხდებოდა და ხდება ევროპის წამყვან ქვეყნებში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.