საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, 2021 წლის პირველ იანვრამდე გადაავადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.
„აღნიშნული გადავადებით უკვე ისარგებლა 652-მა გადასახადის გადამხდელმა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის პირველ იანვრამდე გადაუვადდათ ვალდებულება, ხოლო გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელთა იდენტიფიცირებაც შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ განხორციელდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის შესაბამისი განცხადების ფორმით მიმართოთ უწყებას, რათა არ განხორციელდეს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები. შემოსავლების სამსახურში აქტიურად მიმდინარეობს მიღებული განაცხადების დამუშავების პროცესი და გადავადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპანია ისარგებლებს საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათით.
აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ახალ ეტაპზე, ტურიზმის მხარდაჭერისთვის უკვე გათვალისწინებულია შემდეგი სახის საგადასახადო შეღავათები: 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება განთავსებისა და კვების ობიექტები, ასევე, ტურისტული კომპანიები. აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უწყების მიერ იდენტიფიცერებული კომპანიების მიმართ არანაირი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გატარდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.