ანკარაში მომხდარი 2 აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. თურქული მედიის ცნობით კი, დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი.
თურქეთის დედაქალაქში რკინიგზის სადგურის რაიონში 2 ძლიერი აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა რაიონში აქტივისტები მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის მისაღებად იკრიბებოდნენ.
ანკარაში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი", სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.