მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება როგორც სწრაფი, ასევე PCR-ტესტებით ჩატარდება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავარობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„ინტენსიური ტესტირება არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მიმართავს ჩაკეტვების პერიოდში ეფექტური და გაფართოებული ტესტირებების მიზნობრივ ჩატარებას იმისთვის, რომ დროულად აღმოჩინონ ის შემთხვევები, რომლებიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ეს ხელს შეუწყობს მათ იზოლაციას და შესაბამისად, იმოქმედებს ინფექციის გავრცელების კლებაზე. ეს არის მიზანი. აქ იქნება ჩართული სწრაფი ტესტებიც და ასევე PCR-ტესტებიც, რაც ჩვენი ქვეყნის ოქროს სტანდარტია“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.