დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მარეგულირებელმა ორგანოებმა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა, მომდევნო კვირას დაიწყოს.
BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ (MHRA) განაცხადა, რომ პრეპარატის გამოყენება, რომლის ეფექტიანობაც 95%-მდეა, უსაფრთხოა. ქვეყანამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა უკვე შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისია.
ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანაში უახლოეს დღეებში ჩავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.