ხუთ წლამდე ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.
ჯანმოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 6-დან 11 წლამდე ბავშვებმა პირბადის ტარების გადაწყვეტილება რისკების შეფასების საფუძველზე უნდა მიიღონ.
ასეთი რისკის ფაქტორები შეიძლება იყოს კორონავირუსის გადაცემის მაღალი რისკი, რამდენად შეუძლია ბავშვს პირბადის წესების დაცვით ტარება და თუ ჰყავს მას ზედამხედველი უფროსი ადამიანი, ადგილობრივი სოციალური და კულტურული გარემო, ასევე თუ ბავშვი იმყოფება ხანდაზმულ ნათესავებთან ან სკოლაში“, – წერია რეკომენდაციაში.
12 წლიდან ბავშვებმა უფროსების მსგავსად უნდა ატარონ პირბადე.
ამასთან, განსაკუთრებული მიდგომა ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომელთაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ ან სპეციფიკური დაავადებები აღენიშნებათ. (მათ შორის სიმსივნე), ასევე განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, რომელთაც პირბადის ტარების დროს შეიძლება საფრთხე შეექმნათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ასევე აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს პირბადის ტარება უფროსებისთვის აუცილებელია როგორც შენობებში, ისე გარე სივრცეებშიც, იმ შემთხვევაში თუ ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.
ამასთან, შენობებში, სადაც ჰაერის განიავება არ ხდება, პირბადის ტარება მუდმივად არის რეკომენდებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.