გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში გამართული ონლაინ შეხვედრა თემაზე „გზა ბიოდეგრადირებად შეფუთვისკენ საქართველოში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
ონლაინ შეხვედრაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და ევროპელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისათვის და ყურადღება სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტულობის და ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა.
„მოგეხსენებათ, 2019 წლიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. თუმცა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში პლასტიკით გარემოს დაბინძურება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი დიდი რაოდენობით გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის ინიციატივა, რაც აღნიშნული მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა შვედეთის მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „დაიცავი საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ქვეყნისთვის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის მომზადების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყანა გარემოს დაცვის პოლიტიკის წარმოების ახალ ეტაპზე გადადის, რაც ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ემსახურება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ბიოდეგრადირებადი შეფუთვის ზოგად სტანდარტებს და საკვებ პროდუქტებში გამოყენების ხარისხის ასპექტებს, ასევე, შესაფუთი მასალის მწარმოებლებისა და ქართული კომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.