ვაძლიერებთ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაიმართა.
მინისტერიალზე დიპლომატებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
„დღევანდელ მინისტერიალზე შემოგვიერთდნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში შექმნილი სიტუაცია. ეს რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
რუსეთი აგრძელებს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას. ის აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას ყირიმში და შავ ზღვის რეგიონში სამხედროებს აგზავნის.
ნატო პასუხობს რუსეთს წარმომადგენლობის გაზრდით ხმელეთზე, ზღვასა და საჰაერო სივრცეში.
გასულ კვირას ნატო-ს სამხედრო ხომალდებმა ჩაატარეს წვრთნა ამერიკულ ხომალდ „დონალდ კუკის“ მონაწილეობით შავ ზღვაში.
საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს ღირებული პარტნიორები და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მისიებში. ჩვენ განვიხილეთ მათი რეფორმების პროგრამა და ვაძლიერებთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. მე კმაყოფილი ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ განახლებული არსებითი პაკეტის მიღება დაამტკიცეს.
მინისტრები შეთანხმდნენ დამატებითი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე მეტი ვიცოდეთ და გავაძლიეროთ დიალოგი ორივე პარტნიორთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.