თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-სს მიაღწია, 245 ადამიანი კი დაშავებულია, მათ შორის 48 მძიმე მდგომარეობაშია. ანკარაში მომხდარ აფეთქებას უკვე ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ იყო ორგანიზებული.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში მომხდარი ტერაქტის შესახებ განცხადება გააკეთა:
"ჩვენ ნებისმიერი სახის ტერაქტებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს შევეწინააღმდეგებით, რაც არ უნდა ერქვათ და როგორი მიზნებიც არ უნდა ჰქონდეთ", -განაცხადა ერდოღანმა.


აფეთქებები პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მიტინგი სახელწოდებით "შრომა, მშვიდობა, დემოკრატია" ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა.
მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას "ქურთისტანის მუშათა პარტია" მოუწოდებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.