საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მოქალაქეებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა ბათუმში გამართული აქციის სოლიდარობის ნიშნად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ბუშტები მიიტანეს.
აქტივისტები საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.