ირაკლი ალასანია: სირცხვილია, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს პატარა ბიჭივით ჩარბენა უხდება სხვადასხვა მეზობელ ქვეყანაში
11-10-2015, 06:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში გუშინდელ ვიზიტს ეხმაურება. ალასანიას თქმით, ის ნაბიჯები, რაც მალულად გადადგა საქართველოს მთავრობამ ენერგო უსაფრთხოების მოლაპარაკებების კუთხით და კონკრეტულად "გაზპრომთან" დაკავშირებით, სტრატეგიულ პარტნიორებში გაურკვევლობას და კითხვის ნიშნებს ბადებს.

 

 

"ზოგადად, სირცხვილია, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს პატარა ბიჭივით ჩარბენა უხდება სხვადასხვა მეზობელ ქვეყანაში იმის გამოსასწორებლად, რასაც აფუჭებენ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის სამარცხვინო, რომ ასე არიეს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან. სახელმწიფოებრივი ინტერესები ნამდვილად არ უდგას ამას უკან თუ რატომ ვაკეთებთ აქცენტს უფრო ძვირ და პოლიტიზებულ რუსულ გაზზე. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის თუ რამდენად ვნებს ეს ხელისუფლება თავისი არაკომპეტენტურობით, წინდაუხედავობით ან გამიზნული პირადი ინტერესებით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას", - განაცხადა ალასანიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი