საქართველოს საბანკო ასოციაცია: საბანკო სექტორი მზად არის, განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები
03-12-2020, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საბანკო სექტორი მზად არის, მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა, – ნათქვამია საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

 

 

„2020 წელი თანაბრად რთული აღმოჩნდა როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. საბანკო სექტორი ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოწვევებს, მათ განწყობებსა და მოლოდინებს და ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად, მზად არის, მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა.

 

 

2020 წლის ივნისიდან საბანკო სექტორი მუდმივ რეჟიმში სწავლობს და რეაგირებს კომპანიების შეცვლილ მოთხოვნებზე და რეალობაზე. ნებისმიერი განცხადება საბანკო სექტორის შესაძლო ქმედითუნარიანობის შემცირებასთან დაკავშირებით საფუძველმოკლებულია. 2019-2020 წლების განმავლობაში შექმნილი კაპიტალის ბუფერები და რეზერვები იძლევა სისტემის მდგრადი განვითარების საშუალებას.

 

 

მსესხებლები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი დეკემბერ-იანვრის დროებითი ღონისძიებების შედეგად, უნდა დარეგისტრირდნენ მთავრობის მიერ დაანონსებულ პორტალზე, რაც მათი განაცხადების დაჩქარებული დაკმაყოფილების საშუალებას შექმნის. ის მსესხებლები, რომელთა შემოსავლების სტრუქტურა შეიცვალა ან შემცირდა, შემცირების დამადასტურებელი საბუთებით მომართვის შემთხვევაში, სექტორი ინდივიდუალურად განიხილავს მათ განაცხადებს და შესაბამისად, ინდივუდუალურად მიიღებენ გადავადების თუ რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებებს“, – წერია საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

 

კომენტარები: 1
#1   ცისანა ლოლაძე
      
პატივს ვცემ ყველა ბანკის წარმომადგენელს მარა ვერ ვხვდები თბს ბანკი რას ელოდება .რატომ არ უცხადებს ხალხს შეღავათებს და დღეს გადასახადს ითხოვენ
3 დეკემბერი 2020 10:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი