გიორგი გახარია: შეზღუდვების მიზანია, რომ თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვქონდეს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა
03-12-2020, 14:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ორთვიანი შეზღუდვების მიზანია, რომ თებერვალში საქართველოს მოსახლეობამ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

 

როგორც პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა დაწესებული შეზღუდვები დაიცვან, რათა ინფიცირების მაჩვენებელმა მოიკლოს.

 

 

„გამოვაცხადეთ ორთვიანი გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება. ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც უახლოეს პერიოდში მიაღწევს დღეში 20 ათას ტესტს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ინფიცირების სწრაფ გამოვლენას. ამ ნაბიჯის მიზანია, შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, მოვახდინოთ მათი მკურნალობა, რომ თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვქონდეს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა.

 

 

შეიქმნა ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმაზე, მის შეძენაზე. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით. ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც აუცილებელია დროული ვაქცინაციის დასაწყებად“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი