„Trace International“ - კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო კვლავ ევროპის საუკეთესო ოცეულშია, მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხით კი, მსოფლიოში პირველია
03-12-2020, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო კვლავ ევროპის საუკეთესო ოცეულშია, მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხით კი, მსოფლიოში პირველია.  შესაბამისი კვლევა – „კორუფციის რისკის მატრიცა“ – „Trace International“-მა გუშინ გამოაქვეყნა.

რეიტინგში საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუმჯობესდა და 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა. ამ შეფასებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, ლატვიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს,  ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას.

საუკეთესო შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტშიროგორიცაა მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხი“. ამ ინდიკატორით საქართველო უპირობო ლიდერია – ის მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

„Trace International“ ქვეყნებს აფასებს კორუფციის საფრთხის მიხედვით, საბოლოო შედეგი კი, 4 კომპონეტსა და 9 ქვეკომპონენტს ემყარება. თითოეული ქვეყანა  1-დან 100 ქულამდე ფასდება, სადაც 1 ქულა კორუფციის დაბალ დონეს/არარსებობას მიუთითებს, ხოლო 100 ქულა – კორუფციის მაღალ რისკს.


ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემები აქვს საქართველოს სხვა ინდიკატორებშიც. კერძოდ:

 

-  მთავრობასთან ბიზნესის ურთიერთკავშირის კომპონენტი – 17 ქულა. ამ მონაცემებით ჩვენი ქვეყანა უსწრებს  კანადას, იაპონიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, აშშ-ს, ავსტრიას, ბელგიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიას, პოლონეთს და სხვ.

 

 

შეფასება ემყარება შემდეგ ინდიკატორებს: მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხი (1 ქულა), კორუფციის დაბალი მოლოდინი (35 ქულა)  და დაბალი მარეგულირებელი ტვირთი (28 ქულა);  

 

 

-  ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და აღსრულების კომპონენტი – 39 ქულა. ამ მონაცემებით საქართველო უსწრებს საფრანგეთს, მალტას,  რუმინეთს, ლატვიას, სომხეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, ბელარუსს, აზერბაიჯანს, უკრაინას, უნგრეთს, თურქეთს, მოლდოვას, რუსეთს და სხვ.

 

 

შეფასება ემყარება შემდეგ ინდიკატორებს: ანტიკორუფციული კანონმდებლობისა (36 ქულა) და კანონმდებლობის აღსრულების ხარისხი (42 ქულა);

 

 

-  „მთავრობისა და საჯარო სერვისების გამჭვირვალობა“ – 26 ქულა. ამ მონაცემებით საქართველო უსწრებს ლატვიას, იტალიას, მალტას, ჩეხეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, სომხეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას და სხვ.

 

 

შეფასება ემყარება შემდეგ ინდიკატორებს: მთავრობის გამჭვირვალობა (27 ქულა) და გამჭვირვალე საჯარო სერვისები (24 ქულა).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი